28 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
გაერთიანებული ოპოზიცია ბათუმში აქციას მართავს

"ბრძოლა გამარჯვებამდე"- გაერთიანებული ოპოზიცია ბათუმში ამ სახელწოდების აქციას მართავს. აქცია ბულვარში კოლონადებთან მიმდინარეობს.

ოპოზიციური ლიდერების თქმით, ეს არის საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი აქცია, სადაც ერთ-ერთი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა. ბათუმის მერობის კანდიდატ გიორგი კირთაძის განცხადებით, 30 ოქტომბერს გაერთიანებული ოპოზიცია გამარჯვებას იზეიმებს და არჩევნევის გზით  ადგილობრივი თვითმმართველობა კოალიციური შემადგენლობით დაკომპლექტება.

აქციის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა აქტივისტთა ჯგუფს დაგეგმილი აქვს ბათუმიდან რუსთავის ციხემდე მსვლელობა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით.

დღის ამბები