28 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციაზე საუბრობს

მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციაზე საუბრობს - "ქართული ოცნების" ბათუმის შტაბში ამის შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადეს. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ტიტე აროშიძე ირწმუნება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ბათუმში პროვოკაციებსა და დესტაბილიზაციას გეგმავს.

აროშიძე დღეს დაგეგმილ აქციასაც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან საჯარო მოხელეების მოსყიდვა და დაშინება ხდება.

მისი ინფორმაციით, აქციაზე დააანონსებენ თითქოს მათ ბათუმის მერიის თანამშრომლები უერთდებიან.

"ქართულ ოცნებაში" მოსახლეობას მოუწოდებენ, არ წამოეგონ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა პროვოკაციებს.

ამ წუთებში ბათუმის ბულვარში გაერთიანებული ოპოზიცია აქციის დასაწყებად ემზადება.

დღის ამბები