28 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
"წყალს წაუღია ყველა პარტია, წინ დგას ადამიანობა და მეგობრობა" - გრიგოლ ვაშაძემ ციხეში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი აღარ არის, მას მიხეილ სააკშვილთან მეგობრობა აკავშირებს.

"რაზე ვილაპარაკე ყოფილ პრეზიდენტთან, ჟურნალისტებთან განხილვას არ ექვემდებარება. რაც შეეხება იმას, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ვარ თუ არა, წყალს წაუღია ყველა პარტია, ყველა პარტიის წევრობაზე და საერთოდ იმ "ბალაგანზე", რასაც საქართველოში პოლიტიკას ეძახიან, წინ დგას ადამიანობა და მეგობრობა. მიხეილ სააკშვილთან ჩემი ცხოვრების უზარმაზარი და ალბათ, ყველაზე საინტერესო ნაწილია დაკავშირებული.

სააკაშვილი ფიზიკურად არ არის დასუსტებული, მაგრამ ფიზიკურად დასუსტებას მალე დაიწყებს," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

დღის ამბები