28 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
ზუგდიდში სუსი პოლიციას ავალებს პირადობები აკრიფონ მოსახლეობისგან, ვისზეც ეჭვი აქვთ, რომ არიან ოპოზიციის მხარდამჭერები - ანა წითლიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ზუგდიდში წინასაარჩევნოდ სუსია მობილიზებული, რომელიც მოსახლეობის დაშინებას ახდენს.

მისივე თქმით, მოსახლეობა ამასთან დაკავშირებით პოზიციურ პარტიებთან საუბრობს, თუმცა, ხმამაღლა და საჯაროდ ამაზე საუბარი არ სურთ. 

"ზუგდიდში სასტუმრო არ დარჩა, სადაც არ არის განთავსებული სუსის დანაყოფები, რომელიც ჩამოიყვანეს სპეციალურად იმისთვის, რომ საარჩევნოდ იმუშაონ. საერთაშორისო ორგანიზაციებს ყველა ეს ინფორმაცია მივაწოდეთ. ეს ადამიანები გადაადგილდებიან ზუგდიდში და მათი დანახვა მარტივადაა შესაძლებელი. თან, ეს ადამიანები მონაწილეობენ რეპრესიებში ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ და არამარტო. ეს ომი, რაც გამოაცხადა ხელისუფლებამ, რაზეც პრემიერის რიტორიკაც მეტყველებს, რომელმაც ზუგდიდსა და სამეგრელოში, ფაქტობრივად, მწვანე აუნთო რეპრესიას და ძალადობას, ეს ადამიანები მონაწილეობენ მოსახლეობის დაშინებაში, სუსი ხელმძღვანელობს დღეს ამას და პოლიციას ავალებს, რომ პირადობები აკრიფონ მოსახლეობისგან, იმ ადამიანებისგან, რომელზეც ეჭვი აქვთ, რომ არიან ოპოზიციის მხარდამჭერები. ეს ხდება მასობრივად. 

პირველ რიგში, რაც განასხვავებს ამ არჩევნებს ყველა სხვა არჩევნებისგან, არის ის, რომ ხალხს, რეალურად, არ ეშინია და ჩვენამდე ეს ინფორმაცია მოაქვთ, ამ ინფორმაციას ვიგებთ ხალხისგან. ხმამაღლა არ საუბრობენ იმიტომ, რომ ხელისუფლებას ამუშავებული აქვს იმხელა რეპრესიული მანქანა, არ მიკვირს, რომ მათ ეშინიათ ამაზე ხმამაღლა საუბრის. ამ ჩვეულებრივი ადამიანების წინააღმდეგ, რომელთან ერთადერთი რამ აინტერესებთ - იცხოვრონ ნორმალურ ქვეყანაში. მე არ გესაუბრებით საჯარო მოხელეებზე - მათზე საერთოდ უბედურება ხდება, თუ არ გამოიტანენ ან თუ ოთხკუთხედად არ შემოხაზავენ და ფოტოს არ გადაუღებენ ბიულეტენს, პრობლემები ექმნებათ,"- აცხადებს ანა წითლიძე. 

ანა წითლიძე დარწმუნებულია, რომ 30 ოქტომბერს ზუგდიდსა და მთელს სამეგრელოში ოპოზიცია გაიმარჯვებს.

დღის ამბები