28 ნოემბერი 2024,   06:51
ვრცლად
ბევრად საშიში და მეტად გადამდები ვიდრე "დელტა" - საქართველოში რუსეთში გავრცელებული ახალი შტამის AY.4.2-ის შემოღწევას პროგნოზირებენ

AY.4.2-ს მეცნიერები კორონავირუსის ახალ, სახეცვლილ ვარიანტს უწოდებენ, რომელიც პირველად დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, რამდენიმე დღის წინ კი ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევების რეკორდული ზრდა რუსეთშიც დაფიქსირდა, რის გამოც უახლოეს დღეებში მოსკოვში ახალი მკაცრი შეზღუდვების დაწესებას გეგმავენ. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ახალი შტამისთვის ოფიციალურად კვალიფიკაცია ჯერ არ მიუნიჭებია, თუმცა სპეციალისტები შიშობენ, რომ ახალი მუტაცია, სხვა შტამებისგან განსხვავებით, შესაძლოა გაცილებით მძიმე და სწრაფად გავრცელებადი აღმოჩნდეს. დიდ ბრიტანეთში მუტირებული ვირუსი რუსეთის გარდა კიდევ 27 ქვეყანაში გავრცელდა, მათ შორის, ისრაელში.

რუსეთში გავრცელებული შტამი საქართველოში ჯერ არ გამოვლენილა, თუმცა მოსაზღვრე ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ covid-ის ახალი ვარიანტი ცირკულირებას მალე საქართველოშიც დაიწყებს.

მუტირებული შტამის წინააღმდეგ იქნება თუ არა ეფექტური არსებული ვაქცინები? მეცნიერებს კვლევების დასრულებამდე ოფიციალური პასუხი არ აქვთ. თუმცა წინა შტამებზე დაკვირვებით, ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ამბობს, რომ ამ შემთხვევაშიც ვაქცინაცია აუცილებელია.

არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ ჰოსპიტალიზაციას ძირითადად აუცრელი პაციენტები საჭიროებენ და უკიდურესად მინიმალურია ლეტალობა სრულად აცრილ მოქალაქეებში. 

დღის ამბები