პენტაგონში აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების არმიამ ზებგერითი იარაღის გასაძლიერებლად სამი დამატებითი ცდა წარმატებით ჩაატარა. აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ზებგერითი იარაღის შესაძლებლობები და სისტემები გამოიცადა.
იარაღის გამოცდა ვირჯინიის შტატში მდებარე "ნასას" კოსმოდრომზე ჩატარდა.