28 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
აშშ მხარს დაუჭერს​ NATO-ს მოკავშირე ქვეყნებს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში - ლოიდ ოსტინმა შავი ზღვის სახელმწიფოებში ვიზიტი NATO-ს შტაბბინაში შეაჯამა

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა შავი ზღვის სახელმწიფოებში ვიზიტი NATO-ს შტაბბინაში შეაჯამა - ლოიდ ოსტინმა პრესკონფერენციაზე რუსეთის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ NATO-ს წევრ ქვეყნებს და მოკავშირეებს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში მხარს უჭერს.

"ჩვენ რუსეთთან პროგნოზირებადი და სტაბილური ურთიერთობა გვსურს. მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი მსგავსი სახელმწიფოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვსურს, ვიყოთ დარწმუნებულები, რომ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას, ასევე, მათ სურვილს, რომ დაიცავენ თავიანთი ქვეყნის სუვერენიტეტი და გაძლიერდნენ. ჩვენ გავაგრძელებთ NATO-ს წევრებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობას. მე ვესტუმრე შავი ზღვის სახელმწიფოებს და ეს ძალიან კარგი ვიზიტი იყო,"- აცხადებს ოსტინი. 

დღეს ალიანსის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა დაამტკიცეს საერთო გეგმა, რათა კონფლიქტებისა და კრიზისების შემთხვევაში შეძლონ სათანადო რეაგირება, ასევე შეთანხმებულია გეგმა მოკავშირეების თავდაცვის უნარიანობის გასაძლიერებლად. საუბარია იმაზეც, თუ როგორი იქნება რეაქცია რუსეთიდან მომდინარე აგრესიის შემთხვევაში.

დღის ამბები