თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, თბილისი პრაიდის" ერთ-ერთ დამფუძნებლის, გიორგი თაბაგარის პროცესი გაიმართება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, "თბილისი პრაიდის" ერთ-ერთ დამფუძნებელს პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება. საუბარია 5 ივლისის მოვლენებზე, როცა სატელეფონო საუბრის დროს გიორგი თაბაგარმა პოლიციელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
გამომძიებელი თაბაგარის 15-დღიან თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.