28 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ათენში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ათენში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ქართულმა დელეგაციამ შეხვედრა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართა, სადაც საუბარი ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას შეეხო. დღის განმავლობაში იგეგმება ორმხრივი აუდიენციები ბრიტანეთის, ფინეთის და ლატვიის პარლამენტების სპიკერებთან. კოლეგები ევროინტეგრაციის პროცესში არსებული მხარდაჭერის საკითხებს განიხილავენ. დღესვე სრულდება ევროპის საბჭოს კონფერენციაც, პანელური დისკუსიით - ევროპის მოქალაქეების საერთო მომავალი. 

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ საბერძნეთისგან, იმ გზაზე რომელიც არის ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული არჩევანი, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ.

დღის ამბები