28 ნოემბერი 2024,   06:57
ვრცლად
სააკაშვილი ყველაფერში ბაძავს ჰიტლერს და გამოდის ფეიკი ჰიტლერი - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფარსს უწოდებს ოპოზიციის მიერ კოალიციური მთავრობის შექმნის გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ ვინც ნიკა მელიამ დედაქალაქის "ჩრდილოვან მთავრობაში" დაასახელა, ყველა "ნაციონალური მოძრაობის" წევრია. 

"ვინ არის გირჩი? "ნაცმოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი. "ევროპული საქართველო" ვინ არის? - კი არ დაიშალნენ, გაიშალნენ თავის დროზე, ეს იყო ტაქტიკური სვლა ამომრჩევლის დასაბნევად, რომ თითქოს დემოკრატია აქვთ შიგნით, რეალურად კი დიქტატურაა. მათი ბუნება არ შეიცვლება, ეს იგივეა, რომ კაცმა ეშმაკს დაუჯეროს.

შედარება მინდა გავაკეთო - ერთის მხრივ, როგორი პარადოქსულია და არარელევანტური შეიძლება იყოს შედარება სააკაშვილის ჰიტლერთან, მაგრამ ყველაფერში ბაძავს მას და გამოდის ფეიკი ჰიტლერი. რატომ? როდესაც ჰიტლერი პირველად ჩასვეს ციხეში, მანაც დაიწყო შიმშილობა,ძალიან ბევრი ადამიანი მიდიოდა მასთან ციხეში და ეს დადგა ამ საცოდავმა კაცმა  ციხეში. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ჰიტლერს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოეთხოვა კიდევ ძალაუფლებაში მოსვლა და მსოფლიოს რომ დაეჯერებინა. ჩვენს მასშტაბებში, დაახლოებით იგივეა," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები