ნიუ-მექსიკოში, ფილმის გადაღების დროს ჰოლივუდის მსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა სარეკვიზიტო იარაღით ერთი ქალი მოკლა, მამაკაცი კი დაჭრა, ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შემთხვევა ვესტერნის, სახელწოდებით Rust გადაღების დროს მოხდა.
42 წლის ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მამაკაცი, ფილმის რეჟისორი, ამ დროისთვის საავადმყოფოშია მოთავსებული.
პოლიციის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს, ამ დროისთვის ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.