28 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
ქართული მხარის მორიგი გამარჯვება სტრასბურგში - ევროპულმა სასამართლომ ცხინვალის მოსახლეობის სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ დაუშვებლად ცნო

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. საჩივრები, სადაც ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ნაწილი საქართველოს 2008 წელს მათი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს, სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად გამოაცხადა. "ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" და "შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ"- საქმეები ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მტკიცებულებების არარსებობის გამო დაიწუნა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა - ასე ეხმაურება ტვიტერზე სტრასბურგის სასმართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი.

დეოკუპაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია სტრასბურგის გადაწვეტილება მთავრობისთვისაც. ​

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება კრემლის მხრიდან გაყალბებული ისტორიის გაბათილებაა ოპოზიციისთვისაც. 

სტრასბურგის გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარისთვის ინსტიტუტების გამართული მუშაობის შედეგია. საბოლოო მიზანი კი არ აღიარების პოლიტიკის მიღწევა და დეოკუპაციაა. 

სტრასბურგის სასამართლოში 2008-2009 წლებში რუსეთის კოორდინაციით საქართველოს წინააღმდეგ 3300-ზე მეტი საჩივარი შევიდა. ოფიციალური თბილისი მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე 2800-მდე საჩივარი უკვე ამოირიცხა. სტრასბურგმა მიზეზად იმ მტკიცებულებების არ არსებობა დაასახელა, რითიც საქართველოს მიერ ევროპული კონვენციის რომელიმე მუხლის დარღვევა დადასტურდებოდა. 

დღის ამბები