28 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
საარჩევნო შეხვედრები სამეგრელოში - არჩევნების მეორე ტურებში აქტიურობისკენ მოქალაქეებს პრემიერმა დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა

არჩევნების მეორე ტურებში აქტიურობისკენ მოქალაქეებს პრემიერ-მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ, ამჯერად სამეგრელოდან მოუწოდა. ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია რომ ოცივე მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნება" კონკურენტებს დაამარცხებს. არჩევნებამდე 9 დღით ადრე მთავრობის მეთაური ზუგდიდში ჩავიდა და იმ უპირატესობაზე ისაუბრა, რომელიც მამუკა წოწერიას, "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატთან შედარებით აქვს.

ოპონენტების წარსულზე საუბარი სამეგრელოში შემთხვევით არ დაუწყია მთავრობის მეთაურს. პრემიერმა ამომრჩეველს 2012 წლამდე პერიოდი გაახსენა და თქვა რომ ყოფილი ხელისუფლება მმართველობაში ვერასდროს ვეღარ დაბრუნდება.

პრემიერთან ერთად სამეგრელოში ჩავიდა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძე ამბობს რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურებში მმართველი გუნდი კონკურენტებს დამაჯერებლად მოუგებს.

პრემიერი ზუგდიდში, ჩხოროწყუში, მარტვილსა და წალენჯიხაში იმყოფებოდა, სადაც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. პირველი ტურის შედეგები, როგორც თავად ამბობენ, გაანალიზებული აქვთ მმართველი გუნდის კანდიდატებს. და გამარჯვების შემთხვევაში პრიორიტეტი მათი მუნიციპალიტეტების განვითარება იქნება.

პრემიერ-მინისტრმა სამეგრელოდან კიდევ ერთხელ ისაუბრა არჩევნების გამჭვირვალე, მშვიდ და კონკურენტულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა ისიც, რომ კითხვის ნიშნები არც 30 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით იარსებებს.

ქვეყნის მასშტაბით 20 მუნიციპალიტეტში, ამომრჩეველი საარჩევნო ყუთებთან გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ, 30 ოქტომბერს მიიღებს.

დღის ამბები