28 ნოემბერი 2024,   06:51
ვრცლად
რა შედეგს გამოიღებს ვაქცინაციის მარათონი ქვეყნის რეგიონებში - კახეთში დღეს 96 წლის მოქალაქე აიცრა

96 წლის ნინო ფეიქრიშვილი ვაქცინაციის მარათონში ჩაერთო. სოფელ პატარძეულის მცხოვრებმა, უხუცესმა ქალმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ამირან გამყრელიძესთან საუბრის შემდეგ გადაწყვიტა.

ბოლო 24 საათში 5194 მოქალაქე აიცრა . ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის ფონზე, კოვიდ მიმღებ განყოფილებებში ადგილები მცირდება. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალ პაციენტებს უკვე რამდენიმე დღეა, ვეღარ იღებენ. ახალ-ახალი ტალღების დასრულება, ლევან რატიანის თქმით, მეტი ადამიანის აცრით არის შესაძლებელი.

გარდაცვალების მაჩვენებლით მე-13-ზე, ინფიცირების მიხედვით კი - 5-ზე - მსოფლიო კოვიდსტატისტიკაში ქვეყანა პირველ ათეულშია. ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის პროპორციულად, საავადმყოფოებში თავისუფალი საწოლების რაოდენობა მცირდება. ექიმები მეხუთე ტალღის პიკს ელიან.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ეპიდემიის შესაჩერებლად ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება. უწყების პირველი პირის ინფორმაციით, რეგულაციების დარღვევისთვის შრომის ინსპექცია შესაბამის ზომებს ატარებს, მოქალაქეებს კი მაღალ სამოქალქო პასუხიმგებლობას ახსენებს.

დღის ამბები