28 ნოემბერი 2024,   06:54
ვრცლად
გარდამტეხი მომენტი ქართულ პოლიტიკაში თუ წინასაარჩევნო დაპირება - როგორ ეხმაურებიან პოლიტიკურ სპექტრში "ჩრდილოვანი კაბინეტის" წარდგენას

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისა და ოპოზიციური პარტიების ნაწილისთვის, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი, თბილისის მთავრობის ერთობლივი შემადგენლობის დასახელებაა. "ჩრდილოვანი მთავრობის" წევრების შეფასებით, კოალიციური მმართველობა არჩევნებში გამარჯვების წინაპირობაა.

"ჩრდილოვანი კაბინეტის" წევრების წარდგენა, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მორიგ წინასაარჩევნო ფარსად შეაფასა პრემიერ-მინისტრმა და ამ კონტექსტში ბევრი ისაუბრა მამუკა ხაზარაძეზეც.

თავად "ლელოს" ლიდერმა "კურიერთან" კომენტარი არ ისურვა, "რუსთავი 2" მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებას. მის ნაცვლად, ბრალდებებს პარტიის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა უპასუხა.

მერის მოადგილეების სხვა კანდიდატებთან ერთად," ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გუშინ ის ადამიანებიც წარადგინა, რომლებიც თბილისის მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობას ჩაიბარებენ.

კოალიციურ ერთობაში არ ირიცხებიან "გირჩისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრები. პარტია "გირჩში" გარკვეული აქვთ, რომ სხვა პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგი არ აინტერესებთ. "სტრატეგია აღმაშენებელში" კი განმარტავენ, რომ ისინი თავს გაერთიანებული ოპოზიციის შემადგენლობაში განიხილავენ.

"ჩრდილოვანი კაბინეტის" წევრების წარდგენა საარჩევნოდ გეგმებს არ უცვლის მმართველ პარტიას. "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით კოალიციური მთავრობის განხორციელების იდეა "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის არასერიოზულია. მმართველი ძალა არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებას გეგმავს.

ნიკა მელიამ თბილისის მთავრობის "ჩრდილოვანი კაბინეტი" გუშინ წარადგინა. პრეზენტაციისას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თქვა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დატოვებს.

დღის ამბები