28 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
არანაირი რეიტინგი ჩვენს ოპონენტს აღარ აქვს, პირველი ტურის შემდეგ მთლიანად ჩამოშლილია მმართველი პარტია - ირაკლი აბესაძე

თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატის გაერთიანებული ოპოზიციიდან, ირაკლი აბესაძის განცხადებით, მათ ოპონენტ კანდიდატს მე-2 ტურში გამარჯვების შანსი არ აქვს. 

მისივე განცხადებით, კონსულტაციები გაგრძელდება გამარჯვების შემდგომაც, იმ ადამიანებთან, რომლებიც მზად იქნებიან თბილისელების პრობლემების მოგვარებისთვის კონკრეტული ამოცანების შესრულებაში ჩაერთონ.

"არანაირი რეიტინგი ჩვენს ოპონენტს აღარ აქვს, ჩვენ ვნახეთ პირველი ტურის შემდეგ მთლიანად ჩამოშლილი მმართველი პარტია, რომელიც ერთ დღეს გვპირდება ზიზღის კამპანიას, მეორე დღეს იძახის პენსიონერს ნუ ატყუებთო, მესამე დღეს თვითონ უკეთებს პენსიონერს დანამატს. აბსოლუტურად ჩამოშლილები საკუთარი დღის წესრიგის არმქონე პოლიტიკური გაერთიანებაა და არ გვაინტერესებს.

თქვენ ნახეთ თბილისში მრავალ ათასიანი აქცია და მათი დიდი უმრავლესობა იყო სწორედ თბილისელი, ეს იყო თბილისელების პროტესტი და მღელვარება, სწორედ იმ პრობლემებზე, რომლებიც მათ აწუხებთ.

თქვენ ნახეთ ჩვენი კონკრეტული სოციალური შეთავაზებები, რომელზედაც იმდენად პოზიტიური გამოხმაურება ჰქონდა საზოგადოებას, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენს ოპონენტებს მოუწიათ მარტივი იაფფასიანი ტყუილების თქმა, რომ თითქოს ეს საჭიროა

აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ის პოზიტიური მოლოდინი, რაც აშკარად გააჩინა საზოგადოებაში ამ კოალიციურმა გაერთიანებამ, კოალიციის შინაარსმა, რომ ურთიერთკონტროლი იქნება, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს, კორუფცია და ნეპოტიზმი აღმოიფხვრება, მხოლოდ პარტიული ნიშნით არ დასაქმდებიან და არც გათავისუფლდებიან ის ნაწილი პროფესიონალებისა, რომლებიც დღეს მუშაობენ თბილისის მერიაში - აი ამ ყველაფრის საფუძველზე საზოგადოებაში გაჩენილი პოზიტიური მოლოდინი ჩვენ გვარწმუნებს, რომ 30 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ," - განაცხადა ირაკლი აბესაძემ "დღის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები