28 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
თუ საჭიროება დადგება, მიხეილ სააკაშვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იქნება ჰოსპიტალიზებული - რატი ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ "ღამის კურიერის"ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, თუ მას ეს საჭიროება ექნება, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იქნება ჰოსპიტალიზებული. 

"ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია. თუ დადგება საჭიროება, მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, იგი ჰოსპიტალიზებული იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. აღნიშნულ დაწესებულებას შეუძლია მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართოს,"- განაცხადა რატი ბრეგაძემ. 

დღის ამბები