28 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
ათენში პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დაიწყო - კახა კუჭავა ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

ათენში პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დაიწყო - კახა კუჭავა ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან და მონაწილე ქვეყნების პირველ პირებთან.

კონფერენციაზე პანდემიის პირობებში დემოკრატიების წინაშე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევებისა და მასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარების შესახებ იმსჯელებენ.

"დიდი პატივია დასავლური ცივილიზაციის აკვანში ყოფნა, დემოკრატიის სამშობლოში. მე ათენში ვარ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროდ, ესაა გარემოს დაცვა, რადგან ეს გვეხება ყველას და ეს ეხებათ თაობებს. პირველ რიგში, მე აქ ვსტუმრობ მეგობრებს, მათ, ვინც მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მისწრაფებებს. ამასთან, საბერძნეთში ქართველების ძალიან ფართო დიასპორაა და ეს ჩვენი ერების მეგობრობის ნიშანია.

მადლობელი ვართ რთულ დროს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის და საბერძნეთში მათთვის შესაძლებლობების მიცემისთვის. საქართველო ახლა საინტერესო პერიოდს გადის, ქართველი ხალხის ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, რაც ნიშნავს ბევრ რეფორმასა და ამბიციურ ნაბიჯებს, რათა 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად მზად ვიყოთ. აქ კი პარლამენტთაშორისო თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია, ეს კონფერენცია უმნიშვნელოვანესია, 2 დღის მანძილზე განვიხილავთ საკვანძო საკითხებს, მადლობა კიდევ ერთხელ და მსურს უახლოეს მომავალში საქართველოში გნახოთ,"- აღნიშნა კახა კუჭავამ. 

დღის ამბები