28 ნოემბერი 2024,   06:53
ვრცლად
მძიმე მეხუთე ტალღა - მასშტაბური COVID აფეთქება საქართველოს რეგიონებში და გადავსებული კლინიკები

საქართველოს მასშტაბით 150 სკოლა უკვე დაიხურა, 800 ცალკეული კლასი კი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მხოლოდ თბილისში, ფუნქციონირება შეწყვიტა 85-მა სააღმზრდელო დაწესებულებამ. არის რეინფიცირების შემთხვევებიც.

ყველზე რთული მდგომარეობა დღეს კახეთშია. ადგილობრივ საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ინფიცირებულთა რეკორდულ მატებას იმუნიზაციის დაბალ პროცესს უკავშირებენ.

კახეთის შემდეგ რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა იმერეთში.

ინფიცირების მაღალმა მაჩვენებლებმა კლინიკებში მძიმე პაციენტების რიცხვი გაზარდა. დღეის მდგომარეობით, საავადმყოფოებში დაახლოებით 3000 ადგილია დარჩენილი. 

მეხუთე ტალღის ამ ტემპებით დაწყება მედიკოსებს აშინებთ. მათ მიაჩნიათ, რომ ვირუსის პიკი იმაზე მძიმე იქნება, ვიდრე ზაფხულის პერიოდში იყო.

არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭოზე კონკრეტული დავალებები გაიცა. შესაბამის უწყებებს არსებული რეგულაციების მკაცრი მონიტორინგი, დაავადებათა კონტროლის ცენტრს კი, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ვაქცინაციის წამახალისებელ ღონისძიებათა პაკეტის მომზადება დაევალა. 






დღის ამბები