28 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
სააკაშვილი ციხეში მინიმუმ 6 წელი იჯდება, 3 წელში კი "ნაციონალური მოძრაობა" საბოლოოდ დამთავრდება - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში მინიმუმ 6 წელი იჯდება, ეს კი "ნაციონალური მოძრაობის" დამთავრების წინაპირობა იქნება. 

"სააკაშვილი არის ციხეში, სადაც მინიმუმ 6 წელი იჯდება. ეს კი ქვეყანას დამშვიდების საშუალებას აძლევს. ასევე ქვეყნის დამშვიდების აუცილებელი წინაპირობა "ნაციონალური მოძრაობის" დამთავრებაა. ამ ქვეყანაში 3 წელი არჩევნები აღარ იქნება, შესაბამისად, აღარ ექნება "ნაციონალურ მოძრაობას" არავითარი ბერკეტი არც პოლარიზაციისთვის და არც დესტრუქციის შემოტანისთვის. ამ 3 წელში "ნაციონალური მოძრაობა" საბოლოოდ დამთავრდება,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები