28 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
ევროპარლამენტში 700 დეპუტატია და ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც კუბილიუსის, კანონისა და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარები, ვინც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, არაფერს წარმოადგენენ საქართველოსთვის. პრემიერმა მათ მოუწოდა, რომ თავიანთ ქვეყანას მიხედონ. 

"არც ფოტიგა, არც კუბილიუსი და არც არავინ, ჩემთვისა და ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს წარმოადგენენ. ევროპარლამენტში 700 დეპუტატია და ჩვენ ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც კუბილიუსის. მე მინდა მათ ერთი რამ ვუთხრა, ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას. ამ ქვეყანაში კანონისა და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება.

მე მინდა შევახსენო ამ ევროპარლამენტარებს, რომლებსაც პირადი ნაცნობობა და მეგობრობა აქვთ მიხეილ სააკაშვილთან, მათ შორის არის გლუქსმანი, რომლის მეუღლეც იყო ეკა ზღულაძე, ეს ქალბატონი კი ვანო მერაბიშვილის მოადგილე იყო. ეს ქალბატონი სააკაშვილის მრჩეველიც იყო და ჩართული იყო დიქტატორული რეჟიმის მშენებლობაში. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ძალადობა, უბედურება და ციხეებში ადამიანების წამება მიმდინარეობდა, ეს ადამიანი კი დღეს ჭკუას გვასწავლის," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები