გორში, ქალაქის ცენტრალურ უბანში, ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.
ადგილი ამ დროისთვის პოლიციას შემოსაზღვრული აქვს, სადაც დევს დანა, თუმცა "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, დაშავებული დაჭრილი არ არის, ის ნაცემია და დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.