28 ნოემბერი 2024,   07:00
ვრცლად
მიიღებს თუ არა ყველა ის ვეტერანი 110 ლარს, ვინც 22 ლარს იღებდა - კობა კობალაძის განმარტება

მიიღებს თუ არა ყველა ის ვეტერანი 110 ლარს, ვინც 22 ლარს იღებდა - განმარტება "დღის კურიერის" ეთერში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ გააკეთა.

მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა და დაზუსტდება.

"ამ თემაზე მიმდინარეობს მუშაობა და კონკრეტიზაცია. სახელმწიფოს ბიუჯეტიდან სრულად რომ დაკმაყოფილდეს ბენეფიციარების შემადგენლობა, სახელმწიფო ბიუჯეტს ეს უჯდება 38 000 000 ლარი. ჩვენი პოზიცია და სურვილი არის ის, რომ ბენეფიციარების 100%-იანმა შემადგენლობამ, ვისაც ეკუთვნის და ვინც იღებდა 22-ლარიან სუბსიდირებას მათ მიიღონ 100 და შესაბამისად, 120 ლარიანი სუბსიდირება, გაიზარდოს 5-ჯერ," - განაცხადა კობა კობალაძემ.

დღის ამბები