ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში ატმოსფერო კარბონის დიოქსიდით ძალიან დაბინძურდა, რამაც კლიმატზე მკვეთრი გავლენა იქონია. მეცნიერები ცდილობენ, ზარალი ოდნავ მაინც შეამსუბუქონ - ამჯერად, კარბონის შეწოვას ჰაერიდან ცდილობს საწარმო ისლანდიაში, რომლის მფლობელი შვეიცარიული კომპანია Climeworks-ია.
"ორკა" ნახშიროჟანგს ჰაერიდან შთანთქავს, ქვებად გარდაქმნის და ღრმად, მიწაში ფლავს. "ორკას" შეუძლია, წელიწადში ატმოსფეროდან 4000 ტონა კარბონის დიოქსიდი გაანადგუროს. ეს კი, უხეშად რომ ვთქვათ, 870 მანქანის გამონაბოლქვია.
სადგური მთლიანად განახლებადი ენერგიით მუშაობს.
"ორკა" კომპანია Climeworks-ის მეორე სადგურია, კომპანიამ საცდელი ვერსია შვეიცარიაში 2017 წელს აამუშავა.
ავტორი: ბაჩი ტყემალაძე