28 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
Facebook სახელის შეცვლას გეგმავს

კორპორაცია Facebook მომავალ კვირას სახელის ცვლილების შესახებ გამოაცხადებს. როგორც გამოცემა The Verge წყაროზე დაყრდნობით ირწმუნება, ახალი სახელი უფრო მეტად უპასუხებს "მეტასამყაროს" კონცეფციას. ამრიგად, კორპორაციას სურს აჩვენოს, რომ მათ განკარგულებაში არა მხოლოდ სოციალური ქსელი, არამედ სხვა პროგრამებიცა - WhatsApp, Instagram, Oculus და სხვა.

გამოცემის ცნობით, კორპორაციის გენერალური დირექტორი მარკ ცუკერბერგი რებრენდინგის შესახებ საუბარს ყოველწლიურ კონფერენციაზე Connect-ზე 28 ოქტომბერს გეგმავს, თუმცა ეს, შეიძლება, უფრო ადრეც მოხდეს.

გავრცელებულ ინფორმაციაზე Facebook-ის წარმომადგენლები, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ.

დღის ამბები