28 ნოემბერი 2024,   07:00
ვრცლად
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტს განაგრძობს

"ნატო საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია" - ასე აჯამებს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ვიზიტის პირველ დღეს.

ხავიერ კოლომინა "ტვიტერზე" საქართველოს პრეზიდენტთან, მთავრობის წევრებთან და პარლამენტარებთან შეხვედრებზე წერს.

კოლომინას განცხადებით, მან სალომე ზურაბიშვილთან რეგიონის უსაფრთხოების საკითხები და ნატო-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერების გზები განიხილა.

ოფიციალური შეხვედრები დღეს გაგრძელდება.

დღის ამბები