28 ნოემბერი 2024,   06:58
ვრცლად
შედგება თუ არა კალაძე-მელიას დებატები - ოპოზიციის კანდიდატის შეთავაზებას მოქმედმა მერმა უპასუხა

ნიკა მელია კახი კალაძეს ღია დებატებში იწვევს. ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობიდან" სოციალურ ქსელში წერს.

"საჯაროდ გავაცნოთ თბილისელებს ჩვენი გეგმების და მათი პრობლემების გადაჭრის გზები. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეთერში ზიზღისა და შეურაცხყოფების გარეშე, ვისაუბროთ ჩვენს დედაქალაქზე, რომელიც პოლიტიკაზე მეტია," - ამბობს მელია.

ამ შეთავაზებაზე უკვე ცნობილია კახი კალაძის პოზიციაც. ქალაქის მოქმედი მერი ამბობს, რომ დებატების აზრს ადამიანთან, რომელსაც არანაირი ხედვა და პროგრამა არ გააჩნია, ვერ ხედავს.

დღის ამბები