28 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
კონკურსანტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და მეგაშოუს მეათე საიუბილეო სეზონი - "რუსთავი 2-ზე" "ნიჭიერი" ბრუნდება

"ნიჭიერი" დაუბრუნდა არხს, საიდანაც დაიწყო საერთაშორისო და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გადაცემის ქართული ისტორია. პირველი გადაცემა 2010 წელს გავიდა "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში და დღეს უკვე მეათე საიუბილეო სეზონს "ნიჭიერი" მშობლიურ არხზე გახსნის.

უკვე დასრულებულია კონკურსანტების შესარჩევი ეპიზოდების გადაღება. გამოყენებულია ყველა ოქროს ღილაკი, როგორც ჟიურის წევრების ისე წამყვანების მხრიდან. ეს ფაქტი კი წინაპირობაა რომ მეგა პროექტი მაყურებელს ძალიან ნიჭიერი ადამიანების ნომრებს შესთავაზებს და რაც მთავარია, ყოველი სამშაბათის იქნება დღე, როცა დროებით შევძლებთ დავივიწყოთ ყველა პრობლემა.

დღეს მთელი დღის განმავლობაში ნიჭიერის ლოგოთი დაბრენდილი მანქანა თბილისის ქუჩებში დადიოდა, კონკურსანტები ფეხით მოსიარულეებს თავიანთი გამოსვლებიდან სხვადასხვა ეპიზოდებს სთავაზობდნენ, მათთან ერთად იყვნენ ჟიურის წევრებიც და გამვლელებს ახსენებდნენ არ გამორჩენოდათ საღამოს 10 საათი, დრო, როდესაც "რუსთავი 2-ის" ეთერში ნიჭიერი დაიწყება.

მეგა პროექტი არის ბრიტანული ტელეფორმატი, რომელიც დღესდღეობით 30-ზე მეტ ქვეყანაში გადის. "ნიჭიერს" მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მაყურებელი ჰყავს. ქართულ ლიცენზირებული ანალოგის ახალ სეზონს რომ სულმოუთქმენლად ელოდებიან ეს დღეს ქუჩაშიც იგრძნობოდა, კონკურსანტების გარეშემო უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი.

ვინ შეძლებს ჟიურის წევრების მოხიბვლას, ვინ დაიმსახურებს ოქროსფერ ფოიერვერკს და ვინ გახდება წლის მთავარი აღმოჩენა, "ნიჭიერის" დაწყებამდე ერთ საათზე ნაკლები დრო რჩება.

კონკურსანტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დღეს "კურიერის" დასრულებისთანავე, ზუსტად ათ საათზე "რუსთავის 2-ის" ეთერში მაყურებელს ელოდებიან.

დღის ამბები