28 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
საქართველოში გარდაცვალების კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელია მოსალოდნელი - ჰელსმეტრიკის ინსტიტუტის პროგნოზს ბიძინა კულუმბეგოვი ტრაგიკულს უწოდებს

საქართველოში, რომ ეპიდვითარება საგანგაშოა ამას ჰელსმეტრიკის ინსტიტუტის კვლევაც მოწმობს - ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი ეპიდემიოლოგური მდგომარეობის გათვალისწინებით პროგნოზებს აკეთებს. მონაცემები საქართველოში იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას ასახავს და მასში აღნიშნულია, რომ ვირუსს ქვეყანაში ყოველი 1000 ინფიცირებულიდან 15 სიცოცხლე ეწირება.

ბიძინა კულუმბეგოვი ჰელსმეტრიკის ინსტიტუტის საგანგაშო დასკვნაზე საუბრისას ამბობს, რომ წინასწარი კვლევებით, დაბალი ვაქცინაციის ფონზე, ქვეყანაში გარდაცვალების კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელია მოსალოდნელი.  

"მათი პროგნოზით, 2021 წლის 31 დეკემბრამდე ქვეყანაში ჯამურად 11-დან 12 ათასამდე გარდაცვლილი ადამიანი იქნება. ჩვენ ახლა 9 ათას 500-იან ნიშნულს გადავაჭარბეთ კიდეც. ამიტომ, ძალიან ტრაგიკული სიტუაციაა და სამწუხაროდ, ხშირად გვიწევს ამის გამეორება, მაგრამ ერთადერთი გამოსავალი არის მხოლოდ ვაქცინაცია," - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი

  

დღის ამბები