28 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
"კახეთიდან ხდება პაციენტების გადმოყვანა სხვა რეგიონებში" - როგორია საწოლფონდის რესურსი საქართველოში

ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით პროგნოზებს აკეთებს. მონაცემები საქართველოში იმუნიზაციის მიმდინარეობას ეხება და საუბარია, რომ წლის ბოლომდე COVID-19 ასობით ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს. 

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და ჯანდაცვის სისტემის მაქსიმალურ დატვირთვაზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც. როგორც თამარ გაბუნია ამბობს, ამ დროისთვის 9 000 საწოლია მობილიზებული. 

"კლინიკების მობილიზება მაქსიმალური რჩება. 9 000-მდე საწოლია ამ დროისთვის მობილიზებული. კახეთში, სადაც საწოლფონდის საჭიროება დღეს ყველაზე მაღალია, საწოლფონდი ზოგადად მცირეა, მაგრამ ეს არ ქმნის პრობლემას, რადგან ხდება პაციენტების გადმოყვანა სხვა რეგიონებში, ძირითადად თბილისში, თუკი ამის საჭიროება არსებობს.

შესაძლებლობა იმის, რომ ეს ტალღა იმართოს ეფექტურად, რა თქმა უნდა, არსებობს ჯანდაცვის სისტემის ამის ძალისხმევას მოახერხებს, თუმცა მეორეს მხრივ, ასევე არის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა იმ დაწესებული რეგულაციების შესრულებაზე, არა მხოლოდ აღსრულებაზე, რომელიც გარკვეულწილად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, არამედ შესრულებაზე, რომელიც არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა," - აცხადებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია.

დღის ამბები