28 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
იუსტიციის სამინისტროში სააკაშვილის უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის ჯგუფის წევრების შეხვედრა მიმდინარეობს

იუსტიციის სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის ჯგუფის წევრების შეხვედრა მიმდინარეობს. სხდომას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე უძღვება.

ჯგუფის ერთ-ერთი წევრი და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ისინი ტექნიკურ ნაწილში შეუწყობენ ხელს ექიმთა კონსილიუმს, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სწავლობს.

"ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფი მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგით. ისინი განიხილავენ უშუალოდ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კლინიკურ საკითხებს. ჩვენ ზედამხედველობას გავუწევთ ტექნიკურ ნაწილში, რომ მათი მუშაობა არ შეფერხდეს, მოვისმენთ მათ რეკომენდაციებს, თუკი სხვა საჭირო რეკომენდაცია იქნება მათი მხრიდან გაცემული, რა თქმა უნდა, ამ რეკომენდაციების შესრულებას კანონის ფარგლებში ჩვენ მხარს დავუჭერთ," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეხვედრას, რომელსაც იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე უძღვება, "ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატი, ჯანდაცვის მინისტრი და ომბუდსმენიც დაესწრებიან.

პარალელურად, ამ წუთებში რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად, 1 საათზე მეტია ექიმთა ჯგუფის კონსილიუმი მიმდინარეობს.

დღის ამბები