28 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
ყველაზე გრანდიოზული მეგაპროექტის გახსნა - დღეს "რუსთავი 2"-ზე "ნიჭიერი" იწყება

დღეს "რუსთავი 2"-ზე "ნიჭიერი" იწყება - მეგაშოუ მე-10 საიუბილეო სეზონს ხსნის. კონკურსანტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაუვიწყარ სანახაობას გპირდებიან. პროექტის პროდიუსერების თქმით, ეს იქნება ყველაზე საინტერესო "ნიჭიერი" შოუს ისტორიაში.

დილიდან თბილისში, სპეციალური ავტობუსი გამოჩნდა, რომელიც მოსახლეობას მეგაშოუ "ნიჭიერის" მეათე საიუბილეო სეზონის დაწყებას ამცნობს.

"იმდენად სასწაული მოხდა ისეთი ნაკადია ნიჭიერების, თან მთელი მსოფლიოდან, ძალიან მასშტაბურია" - აცხადებს ჟიურის წევრი თიკა ფაცაცია.

მეგაშოუს მასშტაბურობაზე საუბრობს ჟიურის კიდევ ერთი წევრი რუსკა მაყაშვილი და საზოგადოებას "ნიჭიერის" ყურებისკენ მოუწოდებს: 

"ნიჭიერი დაუბრუნდა თავის მშობლიურ არხს. რაც ჩვენ წელს ვნახეთ, რაც ფილარმონიის სცენაზე ხდებოდა ყველანაირ საზღვარს გასცდა," - ამბობს ჟიურის წევრი რუსკა მაყაშვილი.

დღის ამბები