28 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
მყვინთავმა ისრაელში 900 წლის წინანდელი, ჯვაროსანთა ხმალი იპოვა

ისტორიული აღმოჩენა ისრაელში - ერთი მეტრის სიგრძის ჯვაროსანთა ხმალი შმოლი კატზინმა ღრმა წყლებში ყვინთვისას დროს იპოვა.

მეცნიერები მალევე მიხვდნენ, რომ მრავალი საუკუნის წინანდელი ხმალი ჯვაროსნებს ეკუთვნოდათ, რომლებმაც იერუსალიმის მუსლიმანებისგან განმათავისუფლებელი ლაშქრობები 900 წლის წინ, 1095 წლიდან დაიწყეს.

"ხმალი ძალიან მძიმეა, რადგან რკინისაგანაა დამზადებული. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანი, რომელიც ამ ერთ მეტრიანი ხმლით იბრძოდა ძალიან ათლეტური და ძლიერი იყო. ეს ნამდვილად საოცარი აღმოჩენაა," - განაცხადა არქეოლოგმა კობი შარვიტმა.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები