28 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
აშშ რუსეთთან დაძაბულობის ფონზე აგრძელებს უსაფრთხოების შეთანხმებას საქართველოსთან - The Washington Post-ის სტატია

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან დაძაბულობის ფონზე აგრძელებს უსაფრთხოების შეთანხმებას საქართველოსთან - ამ სათაურით ვრცელ სტატიას The Washington Post აქვეყნებს.

პუბლიკაციაში საუბარია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის თბილისში ვიზიტზე და მის მნიშვნელობაზე.

სტატიაში წერია, რომ ლოიდ ოსტინმა ორშაბათს ხელი მოაწერა უსაფრთხოების ახალ შეთანხმებას ქართველ კოლეგასთან, რომელიც რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე ახანგრძლივებს შტატების ძალისხმევას მოკავშირე ჯარების მომზადებისთვის.

"ოსტინის საქართველოში, უკარიანასა და რუმინეთში სტუმრობა აღიარებაა იმ შრომის, რაც ნატოს მისიებში ამ ქვეყნებმა გასწიეს. თავდაცვის მდივნის მოგზაურობა ასევე უტყუარი პასუხია რეგიონში გაზრდილი რუსული აგრესიისადმი, რომელიც სავარაუდოდ ბრიუსელში ფართოდ განიხილება.

შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მის ძალისხმევას გააძლიეროს გავლენა შავი ზღვის რეგიონში სამხედრო იძულების და მავნე მოქმედებების გზით. ეს არის მნიშვნელოვანი რეგიონი და მისი უსაფრთხოება და სტაბილურობა გადამწყვეტია," - ნათქვამია The Washington Post-ის სტატიაში.

დღის ამბები