28 ნოემბერი 2024,   06:51
ვრცლად
უნდა გამოვრიცხოთ რისკი, რომ ოპონენტმა ერთ მუნიციპალიტეტში მაინც რაიმე წარმატებას მიაღწიოს, რადგან ეს იქნება რევოლუციური შტაბი - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ სხდომაზე საარჩევნო საკითხებზე და, მათ შორის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დეპუტატების უფრო მეტ ჩართულობაზე ისაუბრეს.

მისი განცხადებით, უნდა გამოირიცხოს რისკი, რომ ოპოზიციამ ერთ მუნიციპალიტეტში მაინც გაიმარჯვოს.

"ვემზადებით არჩევნების მეორე ტურისთვის, უნდა გამოვრიცხოთ რისკი, რომ ერთ მუნიციპალიტეტში მაინც ჩვენმა ოპონენტმა რაიმე წარმატებას მიაღწიოს, რადგან ეს იქნება რევოლუციური შტაბი. ჰიპოთეტურად, ამ ერთი გამარჯვებით ისინი რევოლუციურ მუნიციპალიტეტს მოაწყობენ და ეს საქმეზე ორიენტირებული არ იქნება. ამიტომ, ამ რისკების გამოსარიცხად, საორგანიზაციო საკითხებზე მეტი ვისაუბრეთ საარჩევნო საკითხებზე, მათ შორის, დეპუტატების კიდევ უფრო მეტ ჩართულობაზე სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მიმართულებით.

დარწმუნებული ვარ, სიმართლე, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარესაა, საბოლოო გამარჯვებით იქნება დაგვირგვინებული. გამარჯვება ბოლომდეა მისაყვანი. 47%-იანი შედეგი დავდეთ, რაც ბევრს ვერ წარმოედგინა, მაგრამ მოვახერხეთ. ეს იყო სიმართლის გამარჯვება ტყუილზე," - განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები