28 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა - ზალკალიანი ლოიდის ვიზიტზე

საგარეო საქმეთა მინისტრი თვლის, რომ აშშ-ს თავდაცვის მდივნის მაღალი რანგის ვიზიტს კიდევ უფრო მეტი დატვირთვა და მნიშვნელობა ენიჭება იმ ფონზე, რომ ჩვენს რეგიონში სიტუაცია გეოპოლიტიკურად მუდმივად იცვლება.

დავით ზალკალიანის განცხადებით, მნიშვნელოვანი იყო მისთვის იმის მოსმენა, რომ ამერიკა აფასებს საქართველოს როლს სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის კონფლიქტების გადაჭრის კუთხით.

"დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში. განსაკუთრებული მადლიერებით აღინიშნა ის როლი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს უშუალოდ შეაქვს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაში," - აცხადებს დავით ზალკალიანი.

დღის ამბები