28 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
ყველაზე კარგ ფორმაში რაც მინახავს მიშა, ასეთი მიშა ვიხილე დღეს - კობა ნაყოფია

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოინახულეს. მათი თქმით, ექსპრეზიდენტი შიმშილობის შეწყვეტას არ გეგმავს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ კობა ნაყოფიას თქმით, სააკაშვილის ბრძოლისუნარიანობა გაზრდილია და მისი მთავარი მესიჯი სწორედ ბრძოლის ბოლომდე მიყვანაა.

"უფრო ბრძოლისუნარიანი მომეჩვენა და ყველაზე კარგ ფორმაში რაც მინახავს მიშა, ასეთი მიშა ვიხილე დღეს და ვარ ძალიან კმაყოფილი და ძალიან დამუხტული გამოვედი. "ბრძოლა ბოლომდე" - ასეთია მისი მთავარი მესიჯი, რომელიც მას უნდა, რომ ყველას გავაგებინოთ. ამავე დროს იძახის, რომ პერმანენტული აქციები აუცილებლად უნდა იყოს, მაგრამ დღეს ყველაფერი უნდა იყოს იმისთვის, რომ 30 ოქტომბერს ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი დამარცხდეს,"- განაცხადა კობა ნაყოფიამ.

ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად იმყოფებოდა პარლამენტის წევრი ოპოზიციიდან თამარ კორძაიაც. მისი თქმით, სააკაშვილის სრულ პოლიტიკურ და მორალურ მზადყოფნას გამოხატავს გადამწყვეტი ბრძოლისთვის, რომლის მიზანიც ივანიშვილის დამარცხებაა:

"მასთან საუბრისას ერთი რამ არის ცხადი და ნათელი, რომ ის არის ბრძოლით აღსავსე. თვლის, რომ ეს ბრძოლა ოპოზიციამ ყველა შემთხვევაში უნდა მოიგოს და მოიგებს კიდევაც. სრულ მზაობას გამოხატავს პოლიტიკურს, მორალურს, რომ საქართველოს მოქალაქეებს დაუჭიროს მხარი ამ გადამწყვეტ ბრძოლაში, რომელსაც ჰქვია ივანიშვილის დამარცხება,"- აღნიშნა თამარ კორძაიამ.

დღის ამბები