28 ნოემბერი 2024,   06:57
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" ბრალდება ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს - რას პასუხობენ მას ადრესატები

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდება ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს - ანი წითლიძე ამბობს, რომ ჰესის დირექტორი ლევან მებონია და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ჯონი ჭანია დევნილებს პირადობის მოწმობებს ართმევენ, რათა მათ ვერ შეძლონ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღება. 

"მინდა მოვუწოდო ამ ადამიანებს, თითოეული მათი ქმედების შესახებ, ჩამორთმეულ პირადობებზე, იმ მოლაპარაკებებზე, რომლებსაც ისინი რუს ოკუპანტებთან აწარმოებენ იმაზე, რომ 30 ოქტომბერს საოკუპაციო საზღვარი ჩაიკეტოს, აუცილებლად მივაწვდით ინფორმაციას მტკიცებულებების სახით ყველა საერთაშორისო პარტნიორს," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი ანა წითლიძე. 

ადრესატები ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ:

"საერთოდ ნორმალურ ადამიანს შეუძლია წარმოიდგინოს, რომ მე შემიძლია რუსეთთან მივიდე და საზღვარი დავაკეტინო,"- ასე პასუხობს ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია.

დღის ამბები