28 ნოემბერი 2024,   06:59
ვრცლად
ისმის კითხვა, რატომ იტყუება ნიკა მელია ასე თავხედურად? - ლადო ბოჟაძე ბანერის ფოტოს აქვეყნებს

ლადო ბოჟაძე, რომელიც "ქართული ოცნებიდან" თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატია, "ფეისბუკზე" ფოტოს აქვეყნებს და ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებს.

გავრცელებულ ფოტოზე ჩანს წარწერა "უფასო კვება თბილისის საჯარო სკოლებში", ლადო ბოჟაძის თქმით, საჯარო სკოლა მერიას არ ექვემდებარება:

"ტყუილიც არის და ტყუილიც - არც ერთი საჯარო სკოლა ქალაქ თბილისის მერიას არ ექვემდებარება. ამიტომ ისმის კითხვა, რატომ იტყუება ნიკა მელია ასე თავხედურად? პასუხი მარტივია - მას საკუთარ ამომრჩეველზე იმდენად დაბალი წარმოდგენა აქვს, რომ მსგავსი სისულელის გასაღებასაც კი ცდილობს!!! ამიტომ, აი ამ ტყუილებს ხალხი პასუხს გასცემს 30 ოქტომბერს," - წერს ლადო ბოჟაძე.

დღის ამბები