28 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
თამარ ჟვანია უზბეკეთში ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია IFES-ის დირექტორად დაინიშნა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჟვანია უზბეკეთში ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია "საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES)" დირექტორად დაინიშნა.

IFES-ის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე იძებნება თამარ ჟვანიას შესახებ ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ იგი თავის მოვალეობას უზბეკეთში ასრულებს, მანამდე კი ჰქონდა 21-წლიანი გამოცდილება არჩევნების სფეროში.

თამარ ჟვანიამ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტი 2021 წლის 30 ივნისს დატოვა, ოფიციალურ მიზეზად კი პირადი გადაწყვეტილება დაასახელა. როგორც მან წერილობით განცხადებაში აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობით კიდევ ორ წელზე მეტი შეეძლო გაეგრძელებინა ადმინისტრაციაში საქმიანობა, მიიჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა.

"ჩვენ არ ვაკვირდებით არჩევნებს, რათა შევაფასოთ არჩევნები და წარმოვადგინოთ კონკრეტული ანგარიში. ჩვენ ვმუშაობთ საარჩევნო კომისიასთან და სხვა აქტორებთან ერთად, მათ შორის, მედიასთან, შშმ პირთა ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებთან და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან.

თანამშრომლობა დაიწყება ამ არჩევნების (უზბეკეთის საპრეზიდენტო არჩევნები) შემდეგ, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა წვლილს შეიტანს არჩევნების გამჭვირვალობასა და ინკლუზიურობაში, პროცესებში ამომრჩეველთა აქტიურ მონაწილეობაში და ქვეყნის განვითარებაში," - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

დღის ამბები