28 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
ასეთი მასობრივი შეხვედრები შედეგებს, როგორც იტყვიან წიწილებს, ცოტა ხანში დავითვლით - დევი ტაბიძე კოვიდვითარებაზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე საუბრობს. როგორც დევი ტაბიძემ "დღის კურიერში" განაცხადა, ვირუსის გავრცელებას ხელს მნიშვნელოვნად უწყობს მასობრივი თავშეყრები, რომლებიც ბოლო პერიოდში აქტიურად იმართება:

"ჩვენ ერთადერთი გამოსავალი გვაქვს - სოციალური პასუხისმგებლობა, რაც არის ნიღაბი, დისტანცია და არავითარი ასეთი მასობრივი შეხვედრები, რომლებიც გაიმართა, ამის შედეგებს, როგორც იტყვიან, წიწილებს, ცოტა ხანში დავითვლით. ასევე აცრა, აცრა და აცრა, იმ არგუმენტს ვერ მივიღებ, რომ აცრილი ვიყავი და დამემართა, მეც დამემართა და ძალიან მსუბუქად გადავიტანე. საზოგადოებრივ ჯანდაცვაში არის დაუწერელი კანონი - ვერაფერს ვერ შეასრულებს სახელმწიფო სამსახურები თუ მას გვერდით არ დაუდგა საზოგადოება," - განაცხადა დევი ტაბიძემ.

დღის ამბები