28 ნოემბერი 2024,   07:01
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სამართალდამცველებმა 2 პირი დააკავეს

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სამართალდამცველებმა 2 პირი დააკავეს - მთავრობის ადმინისტრაციასთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად პოლიციამ მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი ნიკა ნარსია და "შეცვალეს" წევრი ოთო გურგენიძე დააკავა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აღნიშნული პირების დაკავება შეუძლებელია, ვინაიდან ისინი დეპუტატობის კანდიდატები არიან. მათი თქმით, სამართალდამცავებს დაკავებულების გამოშვება მოუწევთ.

დაპირისპირება მოჰყვა აქციის მონაწილეების მიერ მთავრობის ადმინისტრაციასთან სტენსილით "თავისუფლება მიშას" წარწერის გაკეთების მცდელობას, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

დღის ამბები