28 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
პარლამენტში დღს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს შემაჯამებელ სხდომაზე განიხილავენ

დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ შემაჯამებელ სხდომას მართავს, რის შემდეგაც, დოკუმენტი მთავრობას უკან, შენიშვნებით დაუბრუნდება.

დაახლოებით, 18 ნახევარ მილიარდიანი ბიუჯეტით კმაყოფილია მმართველი გუნდი, სადაც მიიჩნევენ, რომ ბიუჯეტი ლარის კურსზე დადებითი გავლენის მოხდენას შეძლებს.

რადიკალურად განსხვავებულია ოპოზიციის მოსაზრება. ისინი ხელისუფლებას ხარჯების არასწორად გადანაწილებაში ადანაშაულებენ და მის მხარდაჭერას არ აპირებენ.

დღის ამბები