ისრაელში 15 საუკუნის წინანდელი, ბიზანტიური პერიოდის ღვინის მარანი აღმოაჩინეს. ეს არის ყველაზე დიდი ბიზანტიური მარანი, რაც არქეოლოგებს ამ დრომდე აღმოუჩენიათ. კომპლექსი, სადაც 2-3 მილიონი ლიტრი ღვინო იწარმოებოდა, საწნახელებს, 4 დიდ საწყობს და თიხის ჭურჭლის საშრობ ღუმელს მოიცავს.