28 ნოემბერი 2024,   06:50
ვრცლად
ვეტერანებისთვის 22-ლარიანი დანამატი იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება - კიდევ რა სიახლეები შეეხო ვეტერანებს

17 ოქტომბერი თავდაცვის ძალების ყველა თაობის ვეტერანთა დღეა. იმ ადამიანთა პატივსაცემად, რომლებმაც სამშობლოს ერთიანობისთვის იბრძოლეს, საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ვეტერანების პირობების გაუმჯობესებას სათანადო ყურადღება ექცევა.

გადაწყვეტილება მიღებულია. ვეტერანებისთვის ყოველთვიური დანამატი გადაიხედება და 2022 წლის იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება, ეს გადაწყვეტილება დღეს პრემიერ-მინისტრმა გაახმოვანა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოების განვითარების საზომი ვეტერანებისთვის სათანადო პირობების შექმნაზე გადის.

ვეტერანები, როგორც ძალა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და საომარ მოქმედებებში მონაწილეების პირადი ძალისხმევა, როგორც მაგალითი მომავალი თაობებისთვის - ამ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება სიტყვით გამოსვლისას საქარველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების პირველმა პირებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ვეტერანების მიერ გამოვლენილ ღვაწლზე ისაუბრეს.

ვეტერანების დღე საქართველოში 2014 წლიდან აღინიშნება. ოფიციალური მონაცემებით, ვეტერანის სტატუსის მატარებელი 66 479 პირია რეგისტრირებული. ვეტერანთა პატივსაცემად გამართული ღონისძიების ფარგლებში, სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი დღეს გვირგვინით შეამკეს.

დღის ამბები