28 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
აშშ მხარს უჭერს საქართველოს უსაფრთხოებას და მიანიშნებს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოება შეერთებული შტატებისთვის - კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აშშ-ს თავდაცვის მდივნის ვიზიტს საქართველოში ეხმაურება. 

კელი დეგნანი მოხარულია შტატების თავდაცვის ვიზიტით საქართველოში და ამბობს, რომ შეერთებული შტატებისთვის საქართველოს უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია.

"ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ თავდაცვის მდივანი ხვალ ჩამოვა საქართველოში. ეს ვიზიტი არის კიდევ ერთი დადასტურება ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს თანამშრომლობის. რა თქმა უნდა ყურადღება გამახვილდება თუ რა შეიძლება გაკეთდეს მომავალში, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს საქართველოს უსაფრთხოების შესაძლებლობები, რა ახალი ინიციატივები შეიძლება იქნას განხილული იმ მრავალ ინიციატივათაგან, რაც აქამდე განხორციელებულა.

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს უსაფრთხოებას და მიანიშნებს კიდევ ერთხელ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოება შეერთებული შტატებისთვის," - განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ხვალ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ჯეი ოსტინი ეწვევა.

დღის ამბები