28 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
"სინოფარმი/სინოვაკით აცრილებო, ჯერ ბუსტერი არ გჭირდებათ!" - ბიძინა კულუმბეგოვი 

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ჩინური წარმოების ვაქცინებით აცრილებს მიმართავს. როგორც კულუმბეგოვი წერს, "სინოფარმითა" და "სინოვაკით" აცრილებს ბუსტერი ჯერ არ სჭირდებათ.

"სინოფარმი/სინოვაკით აცრილებო, სამედიცინო ჩვენებით ჯერ ბუსტერი არ გჭირდებათ, ვაქცინის "ფაიზერით" ჩანაცვლების ერთადერთი მიზეზია მხოლოდ მოგზაურობა. დაინდეთ თქვენი ორგანიზმი და უსაფუძვლოდ ნუ შეეცდებით დამატებითი დოზების მიღებას!!! როგორც კი მწარმოებელი კომპანია და ჯანმო ამ ვაქცინებზე ბუსტერის საჭიროებას დაამტკიცებს აქაც ავტომატურად მოხდება მისი გამოყენება. ახლა მთავარია, ნებისმიერი ვაქცინის ორი დოზით ავცრათ 1-1.5 მილიონი ჩვენი მოქალაქე," - წერს კულუმბეგოვი.

დღის ამბები