28 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
აცრების გარეშე ეს ტალღები ყოველ 2 თვეში გვექნება - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აუცილებელია მოსახლეობა ვაქცინაციის პროცესი მეტად ჩაერთოს.

ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს ვაქცინაციისაკენ.

"[ვაქცინაციის] სამიზნე 60% მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენ შორს ვართ. "დელტა" შტამისთვის აუცილებელია უფრო მაღალი მოცვა, რომ უფრო იმუნური იყოს მოსახლეობა. ხვალ მარათონი იწყება, მოსამზადებელი სამუშაოები შიდა და ქვემო ქართლში ჩატარდა, შიდა ქართლიდან იწყება ხვალ უკვე აცრები იმ სოფლებში, სადაც ჩვენი ადგილობრივი ხელისუფლება, ჯანდაცვა და დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლები მუშაობენ და ვნახოთ როგორი იქნება მოსახლეობის მხრიდან დამყოლობა, იმიტომ რომ აცრების გარეშე ეს ტალღები ყოველ 2 თვეში გვექნება," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები