28 ნოემბერი 2024,   06:57
ვრცლად
სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება, ხანდახან გეუბნებით, რომ უკეთესადაა, ხანდახან უარესად, დამიჯერეთ ასეა - მიხეილ სააკაშვილის ექიმი

ყოფილი პრეზიდენტის ექიმი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად ვერ შეფასდება. ნიკოლოზ ყიფშიძე, ცოტა ხნის წინ, რუსთავის მე-12 ციხეში შევიდა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას დეტალურად გაეცნოს.

"ჯერ შევხვდე ციხის ექიმებს, ვნახო ანალიზები რაც არის მზად, დავგეგმო შემდეგი შეხვედრა, სამშაბათს კონსილიუმის ექიმებთან ერთად.

სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება, ხანდახან გეუბნებით რომ უკეთესადაა, ხანდახან უარესად, დამიჯერეთ ასეა," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მიხეილ სააკაშვილი უკვე მე-17 დღეა შიმშილობს. სამშაბათს მისი მდგომარეობის შესაფასებლად ექიმების კონსილიუმის შეკრება იგეგმება.

დღის ამბები