28 ნოემბერი 2024,   06:53
ვრცლად
კობა კობალაძემ 67 000-მდე ვეტერანს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა

ვეტერანთა დღის აღსანიშნავ ღონისძიების მონაწილეებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა მიმართა.

კობა კობალაძემ ყველა მათგანს, დაახლოებით 67 000-მდე ვეტერანს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ასევე, ისაუბრა მათი მხარდაჭერის პოლიტიკის გაძლიერების აუცილებლობაზე.

საქართველოში დღეს ვეტერანთა დღე აღინიშნება. ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, ერთ-ერთ ცენტრალურ ღონისძიებას რომელიც თბილისში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ. წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში, ასევე სამშვიდობო მისიებში დაღუპულ მეომრებს, რის შემდეგაც შეჯამდა ის პროექტები, რომელსაც სახელმწიფო ვეტერანების ხელშეწყობისთვის ახორციელებს. საუბარი იყო სიახლეებზეც. მათ შორის როგორც პრემიერმინისტრმა განაცხადა ვეტერანებისთვის ყოველთვიური დანამატი - 22 ლარი გადაიხედება და 2022 წლის იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება.

დღის ამბები